თეთრი სახლი კონგრესს უკრაინისთვის $6.4 მილიარდის გამოყოფას სთხოვს

თეთრი სახლი კონგრესს უკრაინის დასახმარებლად 6.4 მილიარდი დოლარის გამოყოფას სთხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios თავის წყაროზე დაყრდნობთ ავრცელებს. 

ამ პაკეტიდან 2.9 მილიარდი დოლარი გამოყოფილია უკრაინის უსაფრთხოების სფეროს გასაძლიერებლად, ხოლო დანარჩენი ჰუმანიტარულ დახმარებასა და მაკროეკონომიკურ სტაბილიზაციას მოხმარდება. 

გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში უკრაინას 3.5 მილიარდის მოცულობის დახმარებას გამოუყოფს პენტაგონი, რომელიც მხოლოდ თავდაცვის ხარჯებზე იქნება მიმართული.

 

მსგავსი სიახლეები