The Times: რუსეთმა უკრაინის სამხრეთში 25 ათასი ჯარისკაცი შეკრიბა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ათასობით რუსი ჯარისკაცი გადაიყვანა დონბასიდან სამხრეთ უკრაინაში, რათა რეგიონში შესაძლო დამარცხება თავიდან აიცილოს. ამის შესახებ The Times უკრაინის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
მათი ინფორმაციით, სამხრეთ უკრაინაში რუსული ჯარის საერთო რაოდენობა 25 000-ზე მეტ ჯარისკაცს შეადგენს, მათ შორის დამპყრობელთა ცხრა ჯგუფი, რომელთა რაოდენობა 500-800 ადამიანია, გადმოიყვანეს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდან.
როგორც ბრიტანული გამოცემა აღნიშნავს, 25 ათასი რუსი სამხედროდან 10 ათასი ჯარისკაცი იმყოფება დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე, ნიკოლაევის სამხრეთ-აღმოსავლეთით, წერს The Times.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის თქმით, ოკუპანტებმა ეს ძალები სამხრეთში კრივოი როგისა და ნიკოლაევის შტურმისთვის შეკრიბეს.
უკრაინის მომავლის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის ვიქტორ ანდრუსივის თქმით, 3 აგვისტოს მდგომარეობით, რუსეთის ფედერაციის საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ჯარების 90% ხერსონის მიმართულებით გადაიყვანეს.