ტრამპი თანაპარტიელებს აიძულებდა არ ეცნოთ არჩევნების შედეგი - 6 იანვრის კომიტეტი

დონალდ ტრამპი და მისი სატელეფონო ზარებითა და იძულებით ზეწოლას ახდენდნენ რესპუბლიკელ ჩინოვნიკებზე არ ეცნოთ არჩევნების შედეგი. 

ამის შესახებ 2021 წლის 6 იანვრის საქმის გამოძიების საპარლამენტო კომიტეტის მეოთხე სხდომიდან გახდა ცნობილი, რომელზეც სხვადასხვა შტატის წარმომადგენელი რესპუბლიკელი ჩინოვნიკები გამოიკითხნენ, რომელთანაც ტრამპის არჩევნების დღეებში ჰქონდა აქტიური კომუნიკაცია. 

ე.წ. გარდამავალი შტატების [Swing States] წარმომადგენელი რესპუბლიკელის თქმით, ხმის მიცემის დასრულების პროცესიდან მალევე მათ დაუკავშირდა დონალდ ტრამპი და მისი პირადი იურისტები და მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებდა. 

ერთ-ერთმა გამოკითხულმა რესპუბლიკელმა გაიხსენა როგორ დაურეკა მას ნიუ-ორკის ყოფილმა მერმა და იმ დროს დონალდ ტრამპის უფროსმა იურისტმა რუდი ჯულიანიმ. რესპუბლიკელი ჩინოვნიკის თქმით ჯულიანი მისგან შტატის არჩევნების შედეგების სერტიფიცირების გაუქმებას და ამომრჩეველთა კოლეგიის შემადგენლობის შეცვლას ითხოვდა. 

არიზონას წარმომადგენელმა პალატის სპიკერმა რასტი ბოუვერსმა გაიხსენა, რომ პრეზიდენტს მის თხოვნაზე უარი უთხრა - "მე ვუთხარი მას, რომ ის ისეთი რამის გაკეთებას მთხოვდა, რაც ჩემს მიერ დადებულ ფიცს ეწინაამღდეგებოდა და რომ ასევე მისი თხოვნა ეწინააღმდეგებოდა არიზონას შტატის კანონებს". 

ჯორჯიის წარმომადგენელმა ბრედ რაფენსპერგერმა დეტალურად გაიხსენა მისი დონალდ ტრამპის 67-წუთიანი სატელეფონო საუბარი, რომელშიც მას პრეზიდენტმა 12 ათასი ხმის პოვნა თხოვა. 

რაფენსპერგერის თქმით, მან მრავალჯერ უთხრა ტრამპს, რომ მისი მტკიცება, რომ არჩევნები გაყალბებული იყო და მას ამის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაც შესთავაზა, თუმცა მისი თქმით ტრამპს არაფრის გაგონება არ სურდა. 

ამავე კომიტეტის ფარგლებში გამოკითხული იქნა თეთრი სახლის თანამშრომლები მათ შორის აპარატის ხელმძღვანელი მარკ მედოუსიც, რომლის თქმით, თეთრი სახლის იურიდიულმა დეპარტამენტმა ტრამპისა და მისი იურისტების მიერ ორგანიზებული სქემა არაკანონიერად მიიჩნია. 

ტრამპის მიერ ღალატში მხილებული რესპუბლიკელი ჩინოვნიკების მიმართ დღემდე გრძელდება დევნა ტრამპის მხარდამჭერების მხრიდან. ბევრი მათგანი დღემდე ღებულობს მუქარის შემცველ წერილებსა და შეტყობინებებს ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერებისგან. 

2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ტრამპმა უცვლელი ტრადიცია დაარღვია და არჩევნებში მარცხი არ აღიარა. ტრამპი ამტკიცებდა, რომ არჩევნები გაყალბდა, თუმცა ამის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. 

მისი იურისტების მიერ წარდგენილი საჩივრები განსახილველად არ მიიღო უმაღლესმა სასამართლომ. ამის მიუხედავად ტრამპმა არჩევნებში მარცხი მაინც არ აღიარა და ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზეც არ მივიდა, რაც კიდევ ერთი მრავალწლიანი ტრადიციის დარღვევა იყო. 

6 იანვარს სენატს არჩევნების შედეგების სერტიფიცირება უნდა მოეხდინა, რა დროს ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიტინგი მიმდინარეობდა. 

ტრამპი თავის მომხრეებს დღისით შეხვდა და შემდეგ თეთრ სახლში წავიდა, თუმცა მთელი დღის განმავლობაში ის თავის მომხრეებს აქტიურობისკენ მოუწოდებდა და უბიძგებდა მათ არ დაეშვათ არჩევნების შედეგების სერტიფიცირება. 

რამდენიმე საათში ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმის შენობის მიმართულებით დაიძრნენ და შენობაში შეჭრა სცადეს, რაც მალევე გამოუვიდათ. 

6 იანვრის სამოქალაქო მღელვარების დროს გარდაიცვალა რამდენიმე ამერიკელი, მათ შორის ერთი პოლიციელიც. დაპატიმრებულია არეულობაში მონაწილე რამდენიმე ათეული პირიც. 

 

მსგავსი სიახლეები