ტრამპის თქმით, აშშ-ს ნატოში დატოვებს, თუ ყველა სამართლიან წილს გადაიხდის
დონალდ ტრამპის თქმით, გაპრეზიდენტების შემთხვევაში აშშ-ს ნატოში მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ ევროპული სახელმწიფოები სამართლიან წილს გადაიხდიან.
ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა, ბრიტანელ ულტრა-კონსერვატორ, ნაიჯელ ფარაჯთან საუბარში განაცხადა.
"აშშ მისი კუთვნილი წილი უნდა გადაიხადოს, არა ყველას წილი",- თქვა ტრამპმა და აღნიშნა, რომ "ამერიკა ნატოს ხარჯების 90%-ს ფარავს, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი უსამართლობაა."
ტრამპის თქმით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ამერიკის შეერთებულ შტატებს სამართლიანად უნდა მოექცეს, რადგანაც მის გარეშე უბრალოდ ვერც იარსებებს.
"ეს ევროპული სახელმწიფოებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის. ჩვენს გარკვეული პრობლემებისგან ოკეანე გვაშორებს",- განაცხადა ტრამპმა.
კონტექსტი
თებერვლის მიწურულს ერთ-ერთ წინასაარჩევნო შეხვედრაზე ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს ერთ-ერთი ქვეყნის ლიდერს დაემუქრა, რომ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში არაფერს გააკეთებდა იმ ქვეყნების დასაცავად, რომლებიც თავდაცვაზე დაწესებულ მინიმალურ მაჩვენებელზე ნაკლებს ხარჯავენ.
ტრამპის კომენტარს მწვავე კრიტიკა მოჰყვა როგორც აშშ-ში, ასევე ევროპელ მოკავშირეებშიც. ნაიჯელ ფარაჯთან საუბარში ტრამპმა საკუთარი კომენტარი "მოლაპარაკებების ერთ-ერთ მეთოდათ" შეაფასა.
მაღალი ალბათობით, სამართლიან წილში ტრამპი 2014 წელს ალიანსის მიერ დადგენილ მშპ-ს 2%-ს გულისხმობს - სწორედ არის მინიმალური თავდაცვის ხარჯები. შეთანხმების მიუხედავად ალიანსის ბევრი წევრი ამ დრომდე არ ასრულებს პირობას.
მიმდინარე წელს ალიანსის 32 წევრიან მშპ-ს 2%-იან მაჩვენებელზე მხოლოდ 18 სახელმწიფო გავა. გასულ წელს აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტი მშპ-ს 3.5%-ს გაუტოლდა, რაც ალიანსის ჯამური ხარჯების 2/3-ს შეადგენს.