ტრამპის თქმით, ცეცხლის შეწყვეტისთვის პუტინს ფსიქოლოგიური ვადა დაუწესა

დონალდ ტრამპის თქმით, მას სჯერა, რომ პუტინს სურს შეთანხმების მიღწევა, თუმცა ამისთვის რუსეთისთვის პრეზიდენტს ფსიქოლოგიური ვადა დაუწესა, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც არ იქნება მოხარული.
State Of Play: ამის შესახებ ტრამპმა საპრეზიდენტო თვითმფრინავში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, არ იცის აჭიანურებს თუ არა რუსეთი შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
- ჟურნალისტის კითხვაზე არსებობს თუ არა უკიდურესი ვადა, რომლამდეც კრემლი უნდა დათანხმდეს ამერიკის შეერთებულ შტატების ინიციატივას ტრამპი პასუხობს - "არის ფსიქოლოგიური ბარიერი, თუ კი ჩავთვლი, რო ისინი გვატყუებენ, არ ვიქნები მოხარული."
- ამასთანავე ტრამპის თქმით, სჯერა, რომ პუტინს კვლავ სურს შეთანხმების მიღწევა.
Big Picture: ამას წინ უძღოდა NBC-ისთვის მიცემული ინტერვიუ, რომელშიც ტრამპი რუსეთს ნავთობზე მეორადი ტარიფების დაწესებით დაემუქრა.
- "თუ კი რუსეთთან ვერ მივაღწევთ შეთანხმებას უკრაინაში სისხლისღვრის შეწყვეტის შესახებ და თუ მივიჩნიე, რომ ეს რუსეთის მიზეზით მოხდა - ეს შესაძლოა ასე არ იყოს - თუ ჩავთვლი, რომ ეს რუსეთის ბრალია მე დავაწესებ მეორად ტარიფებს რუსული ნავთობის გაყიდვაზე. რუსეთიდან მომავალ მთელ ნავთობზე"- ამბობს ტრამპი.
- ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, ეს იქნება 25%-იანი ტარიფი და ის კომპანიები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ ვეღარ გააგრძელებენ საქმიანობას ამერიკაში.
- ტრამპის თქმით, ის "გაცოფდა", როდესაც ვლადიმირ პუტინმა დაიწყო საუბარი უკრაინაში ხელისუფლების ცვლილებაზე და ამჟამინდელი ხელმძღვანელების უნდობლობაზე.