ტრამპმა პირობა დადო, რომ არჩევის შემთხვევაში უკრაინაში ომს 24 საათში დაასრულებს

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა და რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ამომრჩევლებს პირობა მისცა, რომ უკრაინაში ომს მეორე საპრეზიდენტო ვადით არჩევიდან 24 საათში დაასრულებს.

ამის შესახებ ტრამპმა შაბათს, ტეხასში, მხარდამჭერებთან წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა.

ექსპრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვრებთან ჯარების შეგროვება დაიწყო "კატასტროფის" შემდეგ, რაც არჩევნებში მისი დამარცხება იყო.

მან ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დაადანაშაულა, რომ არც კი ცდილობდნენ პუტინთან მოლაპარაკებას.

"შემთხვევითი არ არის, რომ Deep State კიდევ უფრო მაწუხებს მას შემდეგ, რაც მე უკრაინაში ომის დასრულების პირობა დავდე", - თქვა ტრამპმა.

მისი თქმით, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მას ომის დასრულება "ძალიან სწრაფად" შეუძლია.

"როდესაც ამას ვამბობ, ძალიან სწრაფად ვაპირებ მშვიდობის მიღწევას... 24 საათში მექნება შეთანხმება. დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ, მე ვარ ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც შეუძლია ასეთი დაპირება გასცეს. მე ხელს შევუშლი მესამე მსოფლიო ომს, რომელსაც ჩვენ ვუახლოვდებით", - განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი სიახლეები