ტრამპი ვენესუელას ნავთობის მიტაცებაში ადანაშაულებს და ტანკერებს ბლოკადას უცხადებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელა ნავთობის მიტაცებაში დაადანაშაულა და სანქცირებულ ნავთობის ტანკერებს სრული ბლოკადა გამოუცხადა.

ვითარების არსი: სოციალურ ქსელ Truth Social-ში ტრამპმა ვენესუელა ამერიკული აქტივების, კერძოდ კი ნავთობის მიტაცებაში დაადანაშაულა.

  • "მადუროს უკანონო რეჟიმი ამ მოპარული ნავთობის საბადოებიდან მიღებულ ნავთობს იყენებს საკუთარი თავის დაფინანსებისთვის, ნარკოტერორიზმისთვის, ტრეფიკინგისთვის, მკვლელობებისა და გატაცებებისთვის." - წერს პრეზიდენტი.
  • "ჩვენი აქტივების მოპარვისა და მრავალი სხვა მიზეზის გამო, მათ შორის ტერორიზმის, ნარკოკონტრაბანდისა და ადამიანებით ვაჭრობის გამო, ვენესუელის რეჟიმი აღიარებულია უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად. ამიტომ, დღეს მე გავცემ ბრძანებას ყველა იმ სანქცირებული ნავთობის ტანკერის სრული ბლოკადის შესახებ, რომლებიც ვენესუელაში შედიან და იქიდან გამოდიან." - აღნიშნა ტრამპმა.

სტრიქონებს შორის: სოციალურ ქსელში მან აღნიშნა, რომ "ვენესუელა სრულად არის გარშემორტყმული ყველაზე დიდი არმადით, რომელიც ოდესმე შეკრებილა სამხრეთ ამერიკის ისტორიაში."

  • "ეს არმადა მხოლოდ გაიზრდება და მათთვის შოკი ისეთი იქნება, როგორიც აქამდე არასდროს განუცდიათ — მანამ, სანამ ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებს არ დაუბრუნებენ მთელ ნავთობს, მიწასა და სხვა აქტივებს, რომლებიც ადრე მოგვპარეს." - თქვა ტრამპმა.

დიდი სურათი: კარიბის ზღვის აუზში კონცენტრირებულმა ამერიკულმა ჯარებმა 10 დეკემბერს ვენესუელის სანაპიროსთან ნავთობტანკერზე სრული კონტროლი დაამყარეს.

  • ნოემბრის ბოლოს ტრამპმა განაცხადა, რომ შტატები "ძალიან მალე" დაიწყებს ზომების მიღებას ნარკოვაჭრობაში ეჭვმიტანილი ვენესუელელების სახმელეთო გადაადგილების შესაჩერებლად.
  • აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა 14 ნოემბერს მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა, რომელის მიზანიც ნარკოტრაფიკთან ბრძოლაა.
  • თუმცა, სამხედრო ძალების უპრეცედენტო მობილიზება, ავიამზიდების დამრტყმელი ჯგუფის ჩათვლით, შესაძლოა მიუთითებდეს მასშტაბური სამხედრო ინტერვენციისთვის მზადებაზე.

მსგავსი სიახლეები