თრასი: უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსი ოლიგარქები ბრიტანეთში ვეღარ ჩავლენ
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელიზაბეტ თრასმა, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში ბრიტანეთის შესაძლო რეაქციაზე ისაუბრა.
თრასის თქმით, დიდი ბრიტანეთი აღარ შეუშვებს თავის ტერიტორიაზე რუს ოლიგარქებს. ამავდროულად, თრასმა განაცხადა, რომ რუსი ოლიგარქებისთვის მკვეთრად გართულება კაპიტალის მოძრაობაც:
"რეალობა მდგომარეობს იმაში, რომ მოსკოვს უნდა დრო უკან გადაახვიოს. რუსეთი აჩვენებს, რომ დიპლომატიას არ უყურებს სერიოზულად. ჩვენ უნდა გამოვავლინოთ ჩვენი ძლიერი მხარეები, რადგან რუსეთს მხოლოდ ძალის ესმის".
თრასის თქმით, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთმა ძალიან მაღალი ფასი უნდა გადაიხადოს.
"ოლიგარქები ვეღარ შეძლებენ თავიანთი კაპიტალის მოძრაობას, ჩვენ ძალიან გავურთულებთ საქმიანობას რუსულ კომპანიებს კაპიტალის ბაზრებზე და ისე გავაკეთებთ, რომ რუსეთი ვეღარ შეძლებს სახელმწიფო ფასიანი ობლიგაციების ბაზარზე ოპერირებას." - ამბობს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი.