ტრუდო იზიუმში მასობრივ საფლავებზე: პუტინმა პასუხი უნდა აგოს სისასტიკისთვის

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ 18 სექტემბერს ლონდონში განაცხადა, რომ უკრაინაში ნაპოვნი მასობრივი საფლავები რუსეთის ომის დანაშაულების მტკიცებულებაა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და მის მხარდამჭერებს ამ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. ამის შესაებ Reuters იტყობინება.

ტრუდო, რომელიც ლონდონში დედოფალ ელისაბედ II-ის დაკრძალვაზე იყო ჩასული, უკვე შეხვდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ლიზ ტრასს და მთავარი საკითხი, რომელზეც მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს, უკრაინაში რუსეთის შეჭრა იყო.

კანადის პრემიერმა თქვა, რომ დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ დიდი წვლილი შეიტანეს უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთის უკანონო ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლაში და ეს ქმედებები სულ უფრო მეტად გამოიხატება აბსოლუტურად მიუღებელ სამხედრო დანაშაულებში, როგორც ბუჩაში, ასევე უკრაინის მიერ ცოტა ხნის წინ დაბრუნებულ ტერიტორიებზე.

ტრუდომ განაცხადა, რომ ყველა ეს დანაშაული საფუძვლიანად უნდა იყოს გამოძიებული და რომ პუტინმა, მისმა მხარდამჭერებმა და რუსმა სამხედროებმა პასუხი უნდა აგონ იმ სისასტიკისთვის, რაც მათ ჩაიდინეს უკრაინაში.

მსგავსი სიახლეები