ტუნისის სანაპიროზე 21 მიგრანტის ცხედარი იპოვეს
ტუნისის სანაპირო დაცვამ 21 მიგრანტის ცხედარი იპოვა, რომლებიც, სავარაუდოდ ნავის ჩაძირვის შედეგად დაიღუპნენ.
პოლიციამ 50 ადამიანის გადარჩენა შეძლო.
ევროპისკენ მიმავალი მიგრანტები სხვადასხვა ქვეყნებიდან - ეგვიპტიდან, სუდანიდან და ბანგლადეშიდან იყვნენ.
ეს მეორე მსგავსი ტრაგედიაა ბოლო ორ დღეში.