თურქეთი: პუტინს დასავლეთთან "დიდი შეთანხმება" აქვს დაგეგმილი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დასავლეთთან "ახალი მნიშნველოვანი შეთანხმების" დადებას გეგმავს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის სპიკერმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, იუწყება CNN.
მისი თქმით, ეს, სავარაუდოდ, უკრაინას შეეხება, მაგრამ მხოლოდ "ნაწილობრივ".
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ პუტინს სურს დადოს დიდი ახალი გარიგება, ახალი შეთანხმება დასავლეთთან. ამის ნაწილი ასევე ეხება უკრაინას, უეჭველია", - თქვა კალინმა.
მან აღნიშნა, რომ შეთანხმება სავარაუდოდ გლობალურ ხასიათს ატარებს და მიზნად ისახავს რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული საკითხების მოგვარებას. მისი თქმით, შეთანხმებამ უნდა ჩაანაცვლოს ცივი ომის ბოლოს დადებული ხელშეკრულებები, რადგან ისინი რეალობას აღარ შეესაბამება.
ამავდროულად, თურქეთის პრეზიდენტის სპიკერი მიიჩნევს, რომ უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოლაპარაკებები შესაძლოა მომავალში განახლდეს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის მოქმედ ხელმძღვანელთან მოლაპარაკების შეუძლებლობის შესახებ.
"საკითხავია ზუსტად როდის დავუბრუნდებით ამას და რა ზარალი იქნება მანამდე", - თქვა კალინმა.