თურქეთის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

 

თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს კორონავირუსი დაუდასტურდა. შაბათს, თურქეთის ლიდერმა ამის შესახებ საკუთარი ტვიტერის გვერდზე დაწერა.

ერდოღანი აცხადებს, რომ სიმპტომები თითქმის არ აქვს. ვირუსი მის მეუღლესაც დაუდასტურდა.

"გავაგრძელებთ სახლიდან მუშაობას. ილოცეთ ჩვენთვის", - წერს ის.

ხუთშაბათს ერდოღანი ვიზიტით კიევში იმყოფებოდა. უკრაინასა და თურქეთს შორის 8 სამხედრო-ეკონომიკური შეთანხმება გაფორმდა.

სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ გადაწყდა, რომ უკრაინაში თურქული Bayraktar-ების მწარმოებელი ქარხანა აშენდება.

 

მსგავსი სიახლეები