თურქეთმა შავ ზღვაში კიდევ ერთი გაზის საბადო აღმოაჩინა
თურქულმა საბურღი გემმა შავ ზღვაში კიდევ ერთი გაზის საბადო აღმოაჩინა. 3223 მეტრის სიღრმეზე აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მოცულობა 58 მილიარდი კუბური მეტრია. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ ჩავატარეთ ახალი ბურღვა საქარიას გაზის საბადოზე. ჩვენმა საბურღმა გემმა Fatih-მა ბურღვისას, 3223 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინა 58 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის საბადო", - თქვა ერდოღანმა.
მისი თქმით, ახალი აღმოჩენის წყალობით, თურქეთის გაზის მარაგი შავ ზღვაში 170 მილიარდი კუბური მეტრით გაიზარდა და 710 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია.
"ბუნებრივი აირის ღირებულება, რომელიც შავ ზღვაში აღმოვაჩინეთ, დღეს საერთაშორისო ბაზრებზე 1 ტრილიონი დოლარია", - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.