თურქეთმა ტერორიზმთან კავშირისთვის 770 ადამიანს აქტივები გაუყინა

 

თურქეთის ხელისუფლებამ 770 ადამიანს და არასამთავრობო ორგანიზაციას აქტივები გაუყინა.

Reuters-ის ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზი ფეტჰულა გიულენთან ამ სუბიექტების კავშირია. ერდოღანის ხელისუფლება გიულენს 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს.

სანქცირებული ორგანიზაციების სიაშია ნიაგარას ფონდი, რომლის საპატიო პრეზიდენტიც ფეტჰულა გიულენია.

თურქეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ ეს ადამიანები და ორგანიზაციები ტერორიზმს აფინასებენ.

გიულენთან დაკავშირეული ინდივიდების დ ორგანიზაციების გარდა, სიაში არიან ალ-კაიდასთან და ქურთისტანის მუშათა პარტიასთან კავშირში მყოფი ადამიანები.

 

 

მსგავსი სიახლეები