თურქეთში გადაარჩინეს ქალი, რომელიც 10 დღე ნანგრევებში იმყოფებოდა

თურქეთში გადაარჩინეს 17 წლის გოგონა, რომელმაც ნანგრევებში 10 დღე გაატარა. ამის შესახებ BBC 16 თებერვალს წერს.

ალეინა ოლმეზი ნანგრევებიდან სამხრეთ თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშში ამოიყვანეს, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს მდებარეობს.

მაღაროელი ალი აკდოგანი, რომელიც სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობდა, ამბობს, რომ გამოყვანისას გოგონა გონზე იყო – თვალები გაახილა და დახუჭა.

Sabah წერს, რომ მაშველების თქმით, სამაშველო ოპერაციის დროს ისინი მუდმივ კონტაქტში იყვნენ ალენასთან. ის კარგ მდგომარეობაშია და შეუძლია კომუნიკაცია.

გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კონტექსტი

6 თებერვალს ღამით სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთსა და ჩრდილო-დასავლეთ სირიაში ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. ბიძგები მეზობელ ქვეყნებშიც იგრძნობოდა - ლიბანში, ისრაელში, კვიპროსში, რუმინეთში, საქართველოში და სხვა. 6 თებერვალს ნაშუადღევს კიდევ ერთი, 7.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

სირიასა და თურქეთში მომხდარი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობამ, ბოლო მონაცემებით, 41 ათას ადამიანს გადააჭარბა. მსხვერპლის რაოდენობა სავარაუდოდ, გაიზრდება.

მსგავსი სიახლეები