თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
20 თებერვალს თურქეთში, ჰატაის პროვინციის ქალაქ დეფნეში 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საგანგებო სიტუაციების სააგენტო Twitter-ზე ავრცელებს.
პირველი ბიძგი ადგილობრივი დროით 20:04 საათზე დაფიქსირდა. ამას მოჰყვა კიდევ ერთი 5.8 მაგნიტუდის მიწისძვრა.
მოქალაქეებს მოუწოდებენ, სიფრთხილის მიზნით თავი შეიკავონ შენობებში შესვლისგან, ასევე სანაპირო ზოლისგან, რადგან ზღვის დონე სავარაუდოდ ნახევარი მეტრით მოიმატებს.
CNN TÜRK-ის ცნობით, მიწისძვრა ახლომდებარე ქალაქებშიც იგრძნობოდა.
არხის რეპორტიორმა ბუს დევირენმა მიწისძვრა ასე აღწერა: "მიწა ფეხქვეშ ჩაცურდა. კარვების ქალაქში ვიყავით. წარმოუდგენლად ვკანკალებდით. ადგილი ახლა კვამლშია გახვეული. ალბათ შენობებიც დანგრეულია."
CNN TÜRK წერს, რომ მიწისძვრის სპეციალისტმა შუკრუ ერსოიმ მომხდარს ახალი დამოუკიდებელი მიწისძვრა უწოდა.