თურქი ჟურნალისტი ერდოღანის „შეურაცხყოფის“ გამო დააკავეს

 

სტამბულის სასამართლომ ცნობილ თურქ ჟურნალისტ სედეფ ქაბასს, რომელიც რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის სიტყვიერი „შეურაცხყოფის მიყენების“ ბრალდებით დააკავეს, წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჟურნალისტს ერთიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

ქაბასმა სოციალურ ქსელ Twitter-ში შემდეგი შინაარსის განცხადება გაავრცელა: „ როცა ხარი სასახლეში აცოცდება, ის მეფე კი არ გახდება, სასახლე ხდება ბოსელი“. ქაბასმა გამონათქვამი, რომელიც სამართალდამცავებმა თურქეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართულად აღიქვეს, ოპოზიციური ტელეარხის ეთერშიც გაიმეორა.

„ქაბასი თავისი ‘უკანონო’ გამონათქვამის გამო საკადრისს მიიღებს“, - განაცხადა თურქეთის იუსტიციის მინისტრმა აბდულჰამით გულმა.

53 წლის ჟურნალისტი, რომელსაც ოცდაათწლიანი სატელევიზიო კარიერა აქვს, რამდენიმე პოპულარული ტელეშოუს წამყვანი იყო.

პრეზიდენტის შეუარცხყოფის ბრალდებით თურქეთში ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ათი ათასამდე პირი დააკავეს.

მსგავსი სიახლეები