ტუსკი - "ბოროტებასთან შეტაკებაში, პოლონეთი უკრაინის ყველაზე სანდო მეგობარია"

პოლონეთის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა, სადაც ვოლოდიმირ ზელინსკისა და უკრაინის მთავრობის წევრებს შევხდა. 

უკრაინის პრემიერთან ერთად, მან პატივი მიაგო რუსეთთან ბრძოლაში გარდაცვლილი ჯარისკაცების მემორიალს.  

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განვავითარო განცდა, რომ ბოროტებასთან, ამ სასიკვდილო შეტაკებაში, პოლონეთი უკრაინის ყველაზე სანდო და სტაბილური მოკავშირე“, - თქვა ტუსკმა. 

პრემიერის პოსტზე დაბრუნების შემდეგ, ეს უკრაინაში დონალდ ტუსკის პირველი ვიზიტია. 

რუსეთთის აგრესიის წინააღმდეგ დახმარების გარდა, მხარეებმა ერთმანეთში არსებული გამოწვევების გადაჭრაზეც ისაუბრეს. 

ეს განსაკუთრებით საგულისხმია იმ კონტექსტში, როდესაც ბოლო თვეების განმავლობაში, პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე, პოლონელმა ფერმერებმა არაერთი აქცია მოაწყვეს, სადაც მათ, სატვირთო მიმოსვლის შემსუბუქება და აქედან გამოწვეული ფასების კლება გააპორტესტეს. 

"არსებობს გარკვეული ინტერესთან კონფლიქტი, რაც ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და რაზეც აუცილებლად ვისაუბრებთ, არა მხოლოდ მეგობრული სულისკვეთებით, რაც სრულიად აშკარაა, არამედ იმ დამოკიდებულებით, რომ ეს პრობლემები რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ."- აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა. 

ამ საკითხს ვოლოდიმირ ზელინსკიც გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, მან ტუსკთან ყველა პრობლემური საკითხი განიხილა, რაზეც მუშაობას უახლოეს მომავალში დაიწყებენ. 

"ჩვენ ვაფასებთ პოლონეთის ურყევ მხარდაჭერას და უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს. ხაზგასასმელია თანამშრომლობის ახალ ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის საჭიროებისთვის იარაღის უფრო მასშტაბურ შესყიდვას - პოლონური სესხი უკრაინისთვის“- დაწერა ზელენსკიმ საკუთარ ტვიტერის გვერდზე. 

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაირკვა, რომ მხარეები მზად არიან, დაასრულონ მოლაპარკება საბრძოლო მასალისა და იარაღის საერთო წარმოების შესახებ. 

 

მსგავსი სიახლეები