ტუსკი: ევროპელ კოლეგებს მოვუწოდებ, ღარიბაშვილთან სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი განიხილონ
ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა და პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ასევე, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ტვიტერზე ევროპელ კოლეგებს მოუწოდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი განიხილონ.
"დღეს, როცა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გაიმართება, მე მოვუწოდებ ჩემს ევროპელ კოლეგებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი განიხილონ. საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, რომელმაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყო." - წერს ტუსკი.
ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტი მიმდინარეობს, რომელზეც საქართველოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი წარმოადგენს.