უარის მიუხედავად, უკრაინა კვლავ მოითხოვს გერმანიისგან "ტაურუსის" რაკეტებს

უკრაინის მთავრობა კვლავ მოითხოვს გერმანიისგან "ტაურუსის" რაკეტების გადაცემას, მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას, ბუნდესტაგის უმრაველოსბამ ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა. 

ეს გახლავთ შორი რადიუსის საკრუიზო რაკეტები, რომლის გადაცემაზეც, გასული თვეების განმავლობაში, უკრაინელები აქტიურად მუშაობდნენ, თუმცა, რუსეთზე თავდასხმის შიშით, ბუნდესტაგის უმრავლესობამ ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა. 

"ჩვენ არ გვჭირდება ტაურუსის რაკატები მოსკოვზე იერიშის განსახორციელებლად",- განაცხადა დმიტრო კულებამ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის მთავრობის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ამ იდეას სკეპტიკურად უყურებს კანცლერი ოლაფ შოლცი. 

გასულ პერიოდში, რუსეთის ტერიტორიაზე, არაერთი შეტევა განხორციელდა, თუმცა ამ დრომდე არ დასტურდება, რომ უკრაინელებმა, დასავლური რაკეტები გამოიყენეს. 

მიუხედავად ამისა, გერმანიაში მაინც შიშობენ, რომ შორი რადიუსის რაკეტები, შესაძლოა თავდასხმითი ოპერაციისთვის გამოიყენონ, რის გამოც, ოპოზიციაში მყოფი გერმანელი "ქრისტიან დემოკრატების" მოთხოვნამ, საჭირო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. 

რაკეტებისგან განსხვავებით, ბერლინში თანხმობა განაცხადეს გერმანული ვერტმფრენების გადაცემაზე, რაც ომის განმავლობაში, პირველად მოხდება.

"ზღვის ლომი" - ასე ქვია მოდელის, რომელიც ჯარისკაცების გადასაყვანად, სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლად და სხვა მნიშვნელოვანი სამხედრო საქმიანობისთვის გამოიყენება.

უკრაინა, ჯამში, ექვს გერმანულ ვერტმფრენს მიიღებს.  

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, გერმანიამ, ჯამში,  6 მილიარდ ევროზე მეტის სამხედრო დახმარება გამოუყო უკრაინას. 

 

 

მსგავსი სიახლეები