UK-ის ელჩი ნატოში: უკრაინას აშშ-ს სამიტზე დიდი ნახტომის იმედი არ უნდა ჰქონდეს
ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაერთიანებული სამეფოს ელჩის თქმით, უკრაინას ალიანსის მომავალი სამიტისგან დიდი მოლოდინები არ უნდა ჰქონდეს.
დევიდ ქუარის თქმით, სამიტი ვაშინგტონში მიმდინარე წლის ივლისში გაიმართება - "მე არ ველოდები დიდ ნახტომს, ძირითადად ბრძოლის ველზე არსებული ვითარების გამო",- განაცხადა ქუარიმ Politico-ს პოდკასტში სტუმრობისას.
ამავდროულად ელჩი ამბობს, რომ გაერთიანებული სამეფო დარწმუნებულია, რომ უკრაინის ადგილი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსშია. "უკრაინის ნატოში გაწევრიანება დროის საკითხია, ჩვენი ამოცანაა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა ნატოსთან დაახლოების პროცესის პარალელურად."
კონტექსტი
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრები მრავალი წელია ღიად მხარს უჭერენ უკრაინის გაწევრიანებას ბლოკში, თუმცა წევრები ამ დრომდე ვერ თანხმდებიან გაწევრიანების თარიღებსა და მკაფიო კრიტერიუმებზე.
გასული წლის ივლისში, ვილნიუსში გამართულ სამიტის ფინალური კომუნიკე არ შეიცავდა ღია ჩანაწერს იმის შესახებ, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი ომის დასრულების შემდეგ. ალიანსის გადაწყვეტილებამ უკრაინელი პრეზიდენტის უკმაყოფილება და კრიტიკა გამოიწვია.