უკრაინა 24 თებერვალს მოსკოვში დარტყმებს გეგმავდა, თუმცა აშშ-ს თხოვნით გადადო

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის იუბილეზე მოსკოვსა და რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სხვადასხვა მასშტაბის დარტყმებს გეგმავდა, თუმცა აშშ-ს ჩარევის შემდეგ ოპერაციები გადადო. 

ამის შესახებ საუბარია სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ე.წ. პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებში, რომელსაც Washington Post გაეცნო

დოკუმენტის მიხედვით, ГУР-ის უფროსმა, კირილო ბუდანოვმა თავის ერთ-ერთ ქვეშერმდომს მისცა განკარგულება დაეწყოთ მზადება მასირებული დარტყმებისთვის რუსეთის ღრმა ზურგში, ყველა საშუალების გამოყენებით რაც ორგანიზაციას გააჩნია. 

დოკუმენტში, რომელიც 2023 წლის 22 თებერვლით არის დათარიღებული ნათქვამია, რომ აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თხოვნით უკრაინელი კოლეგებმა შეტევების გადადების გადაწყვეტილება მიიღეს.

დოკუმენტში არ არის დაკონკრტებული თუ რატომ გადაიფიქრეს უკრაინელებმა და ეხებოდა თუ არა შეთანხმება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის CБУ-ს აქტივობებს რუსეთის ტერიტორიაზე. 

კონტექსტი

Washington Post-ის მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ ეს შემთხვევა წარმოადგენს კიევისა და ვაშინგტონის სადაზვერვო უწყებებს შორის ურთიერთობების დინამიკის კარგ ილუსტრაციას. 

ომის დაწყების დღიდან უკრაინა ცდილობს პრობლემები შეუქმნას მტერს ზურგში და საომარი მოქმედებები რუსეთის სიღრმეში გადაიტანოს, თუმცა ამერიკელები შიშობენ, რომ ასეთ აქტივობებს რუსეთის მხრიდან კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია მოჰყვეს. 

სწორედ ამიტომ ვაშინგტონი არ აძლევს კიევს უფლებას გამოიყენოს ამერიკული შეიარაღება რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განსახორციელებლად. 

მსგავსი სიახლეები