უკრაინა: 2800 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, აფეთქებულია 80-მდე ტანკი
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჰანა მალიარი წერს, რომ რუსეთის არმიამ ბოლო ორ დღეში უმძიმესი დანაკარგები მიიღო.
"უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყების შემდეგ, 15:00-ის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციამ შემდეგი დანაკარგი მიიღო:
ტანკები - 80-მდე
ჯავშანმანქანები - 516
თვითმფრინავები - 10
შვეულმფრენები - 7
სამხედროები - 2800
ჩვენ ძლიერები ვართ, გამარჯვება ჩვენი იქნება!" - წერს მალიარი.
იმავე ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის გენერალური შტაბის უფროსიც.