უკრაინა: აღმოსავლეთში რუსების შეტევები მოვიგერიეთ
რუსი დამპყრობლები აქტიურად ცდილობენ დონბასში უკრაინის ჯარების პოზიციებზე თავდასხმას. ამის შესახებ ინფორმაციას 9 აგვისტოს ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
"მტერი სპორნავას რაიონში შეიჭრა, დანაყოფები ჩვენი ჯარისკაცების ცეცხლის ქვეშ მოექცნენ და ქაოტურად უკან დაიხიეს. ოკუპანტები ასევე ცდილობდნენ გამოეყენებინათ სადაზვერვო ჯგუფები ივანო-დარიევკას, ვესელეს, იაკოვლევკასა და სოლედარის რაიონებში. ჩვენი დამცველების დაბომბვის შედეგად დამპყრობლებმა სწრაფად შეცვალეს გეგმები და უკან დაიხიეს. მტრის დანაკარგები ზუსტდება", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინელმა სამხედროებმა ასევე ისაუბრეს მტრის წარუმატებელ მცდელობაზე, დაზვერვა ეწარმოებინათ პოდგოროდნოიესა და ბახმუტის დასახლებების მიდამოებში.
"ტაქტიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მტერმა შეტევა დაიწყო იაკოვლევკას, ბახმუტისა და ზაიცევოს მიმართულებით, მაგრამ არ გამოუვიდა და მნიშვნელოვანი ზიანით უკან დაიხია. მტერს ნაწილობრივი წარმატება აქვს სოფელ ვერშინას მიმართულებით." - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა.
გენერალური შტაბის ცნობით, დამპყრობლებმა შეტევა დაიწყეს კრასნოგოროვკას, ავდიივკასა და პესოკთან ტაქტიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ უშედეგოდ.