უკრაინა: ბახმუტთან ვაგნერის საბრძოლო მასალის საცავები გავანადგურეთ

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის მიმართულებით "ვაგნერის" საბრძოლო მასალის საცავები გაანადგურეს.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალარმა Telegram-ზე განაცხადა.
"ჩვენმა მებრძოლებმა გაანადგურეს "ვაგნერის" საბრძოლო მასალის საცავები. ამიტომ, ჩვენ მთელ ძალებს ვიყენებთ მტრის გასანეიტრალებლად." - თქვა მან.
მანამდე მალიარმა აღნიშნა, რომ ოკუპანტები 9 მაისამდე ცდილობენ ბახმუტზე კონტროლის მოპოვებას, ამიტომ "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლები სხვა მიმართულებებიდან გადმოიყვანეს.
5 მაისს, "ვაგნერის" დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის განსაზღვრული ვიდეო-მიმართვა ჩაწერა, რომელშიც დახოცილი ვაგნერელების ფონზე სერგეი შოიგუს და ვალერი გერასიმოვს საარტილერიო ჭურვებს თხოვს.
"ესენი ვიღაცის მამები და ვიღაცის შვილები არიან. და იმ ბ****ს, რომლებიც ჩვენ არ გვაძლევენ საბრძოლო მასალას, მათ ძვლებს ჯოჯოხეთში შეხრავენ. ჩვენ საბრძოლო მასალების უკმარისობა გვაქვს, 70%-ით. შოიგუ, გერასიმოვ სად არის საბრძოლო მასალა. შეხედეთ ამ ცხედრებს თქვე ბ****ბო", - განაცხადა პრიგოჟინმა.
დღესვე ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ საარტილერიო ჭურვების დეფიციტის გამო, "ვაგნერი" ბახმუტს 10 მაისს დატოვებს.