უკრაინა: ბოლო 24 საათში 130-მდე ოკუპანტი გავანადგურეთ

22 ივნისის დილის მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 34 230 რუსი ოკუპანტი (130 გასული ბოლო 24 საათში). ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ფეისბუქზე ავრცელებს.

ოკუპანტების სხვა დანაკარგები ასეთია:

  • ტანკები - 1496;
  • ჯავშანტექნიკა - 3614 (+8);
  • საარტილერიო სისტემები - 752;
  • ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - 239;
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 99 (+1);
  • თვითმფრინავები - 216;
  • ვერტმფრენები - 182 (+1);
  • ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 614 (+3);
  • ფრთოსანი რაკეტები - 137;
  • გემები / ნავები - 14;
  • საავტომობილო ტექნიკა და ტანკერები - 2543 (+6);
  • სპეცტექნიკა - 60 (+1).

"მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა სლავიანსკის, ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებებზე. მონაცემები ზუსტდება", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები