უკრაინა: ბოლო ორ დღეში რუსეთის მიერ გაშვებული დრონების 100% ჩამოვაგდეთ

ბოლო ორი დღის განმავლობაში უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რომელიც რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოიყენეს. ამ ინფორმაციას 3 იანვარს უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის პრესმდივანი იური იგნატი ავრცელებს.

"ახალი წლის ღამეს და ახალი წლის შემდეგ ჩამოვაგდეთ 84 დრონი. უპილოტო საფრენი აპარატების 100% საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. ასეთი შედეგი არასდროს გვქონია", - განაცხადა იგნატმა.

დასავლური იარაღი სამხედროებს უპილოტო თვითმფრინავებთან ბრძოლაში ეხმარება.

იგნატის თქმით, მტერი ცდილობს ამოწუროს ადამიანური და საჰაერო თავდაცვის რესურსი, ასევე შეამციროს უკრაინული საზენიტო რაკეტების მარაგი.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციამ უპილოტო საფრენი აპარატების ახალი პარტიის დაახლოებით ნახევარი უკვე გამოიყენა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ შესაძლოა რუსეთი დრონებს რეგულარულად იღებდეს და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.

მსგავსი სიახლეები