უკრაინა: ბოლო ორ კვირაში ბახმუტში 4500-მდე რუსი განადგურდა ან დაიჭრა

რუსეთის საოკუპაციო ჯარები ყოველდღიურად 40-დან 50-მდე შეტევას ახორციელებენ დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონზე.

ამის შესახებ 13 აპრილს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილემ, ოლექსი გრომოვმა განაცხადა.

"დღეს ყველაზე რთულად რჩება ბახმუტის მიმართულება, სადაც მტერი აგრძელებს შეტევით ოპერაციებს ქალაქ ბახმუტის ცენტრალურ ნაწილში, ასევე ბოგდანოვკასა და ივანოვსკოეს დასახლებების მიმართულებით, რათა ქალაქი ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ალყაში მოაქციოს. შეტევითი პოტენციალის გასაძლიერებლად მოწინააღმდეგის ძალების ნაწილი ავდიივკის მიმართულებიდან ბახმუტის რაიონში გადავიდა." - განაცხადა გრომოვმა.

მისი თქმით, ამავდროულად, რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა "ყურადღებას არ აქცევს პერსონალის მნიშვნელოვან დანაკარგებს".

"ამგვარად, მხოლოდ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ბახმუტის რაიონში მტერმა თითქმის 4500 "ვაგნერელი", რუსული რეგულარული არმიის სამხედრო დაკარგა დაღუპულების და დაჭრილების სახით", - აღნიშნა გრომოვმა.

მისი თქმით, დამპყრობელთა ზოგიერთ შენაერთში მობილიზებულები მასობრივად ამბობენ საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარს და მათ სასტიკად ექცევიან.

მსგავსი სიახლეები