უკრაინა: ჩვენმა ავიაციამ რუსების 17 სიმაგრე და ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ზონა დაბომბა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 10 სექტემბერს, დღის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალების არაერთი თავდასხმა რვა დასახლებაში მოიგერიეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ფეისბუქზე გამოქვეყნებულ საღამოს შეჯამებაში განაცხადა.

"თავდაცვის ძალებმა წარმატებით მოიგერიეს მოწინააღმდეგის შეტევები სოსნოვკას, მაიორსკის, ნიკოლაევკა მეორეს, ზაიცევოს, ვესელაია დოლინას, ბახმუტის, პერვომაისკოეს და ნოვომიხაილოვკას დასახლებებში", - ნათქვამია მოხსენებაში.

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ შეიარაღებული ძალების თვითმფრინავებმა 17-ზე მეტი დარტყმა მიაყენეს დამპყრობლების სიმაგრეებსა და ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ადგილებს, აგრეთვე საბრძოლო მასალის საცავებს.

"საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა გაანადგურეს რუსების უპილოტო საფრენი აპარატი და X-59 "ჰაერი-ჰაერი" რაკეტა დნეპროპეტროვსკის ოლქის საჰაერო სივრცეში", - განაცხადეს უკრაინელმა სამხედროებმა.

გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა არტილერიით გაანადგურეს ორი სამეთაურო პუნქტი, მტრის რვა ცოცხალი ძალისა და სამხედრო აღჭურვილობის კონცენტრაციის ზონა, ასევე პონტონური გადასასვლელი.

მსგავსი სიახლეები