უკრაინულმა ავიაციამ რუსების პოზიციებს ოთხი დარტყმა მიაყენა
18 თევერვალს, უკრაინულმა ავიაციამ რუსი დამპყრობლების პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 4 უბანი დაბომბა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ფეისბუქზე განაცხადა.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ასევე გაანადგურეს ორი ფრთოსანი რაკეტა "კალიბრი".
"უკრაინის თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ერთ ზონა დაბომბეს", - ნათქვამია განცხადებაში.
2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსმა ოკუპანტებმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 18 თებერვლის მდგომარეობით, დაახლოებით 142 270 სამხედრო, 3 303 ტანკი, 298 თვითმფრინავი, 287 ვერტმფრენი და 18 ხომალდი და ნავი დაკარგეს.