უკრაინა: რუსებმა უკრაინის მიმართულებით 3500 რაკეტა გაისროლეს

ომის დაწყებიდან რუსმა სამხედროებმა უკრაინის მიმართულებით 3500 რაკეტა გაისროლეს. ამის შესახებ უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა რუსლან სტრელესმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, რაკეტების აფეთქებას თან ახლავს ატმოსფეროში ემისიები, ნიადაგისა და წყლის დაბინძურება, ფლორისა და ფაუნის განადგურება.

"ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 200 000 კმ² უნდა გაიწმინდოს ნაღმებისგან", - დასძინა სტრელეტსმა.

ამავდროულად, ექვსთვიანი სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში, საგანგებო სიტუაციების სამსახურის გამნაღმველებმა 186 ათასზე მეტი სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა და 2 ათასზე მეტი ავიაბომბი გაანეიტრალეს.

"ჩვენ ვიგრძნობთ რუსული დაბომბვის შედეგებს უკრაინის ეკოლოგიაზე ათწლეულების განმავლობაში", - თქვა მან.

მსგავსი სიახლეები