უკრაინა: დონეცკის ოლქის ბერესტოვოს გარეუბანში რუსების თავდასხმა მოვიგერიეთ

19 ივნისს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით მოიგერიეს რუსი დამპყრობლების თავდასხმა დონეცკის ოლქის სოფელ ბერესტოვოს გარეუბანში. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ საღამოს რეზიუმეში ვკითხულობთ.

"მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია რესურსების დაგროვებაზე ქალაქ სლავიანსკის მიმართულებით შემდგომი შეტევის მიზნით. მტერმა ცეცხლი გაუხსნა ჩვენი ჯარების პოზიციებს და ORLAN-10 უპილოტო საფრენი აპარატით ზვერავდა მას. ბახმუტის მიმართულებით მტერმა KA-52 ვერტმფრენებით ავიაიერიშები დაიწყო იაკოვლევკას მახლობლად და სარაკეტო დარტყმები მაისკოეს, დოლომიტნოეს და ზაიცევოს რაიონებში. სოფელ ბერესტოვოს აღმოსავლეთ გარეუბანში უკრაინელმა ჯარისკაცებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის თავდასხმა", - ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური შტაბის თანახმად, ლიმანის, ავდეევკის, კურახოვსკის, ნოვოპავლოვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე დამპყრობლებს არ ჰქონიათ აქტიური ოპერაციები, მაგრამ ავდეევსკის მიმართულებით, გაიზარდა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების საარტილერიო დაბომბვის ინტენსივობა.

მსგავსი სიახლეები