უკრაინა: დონეცკის ოლქში რუსების ვერტმფრენი Ka-52 ჩამოვაგდეთ

3 სექტემბერს, დილით, დონეცკის რეგიონში უკრაინელებმა რუსი ოკუპანტების კიდევ ერთი ვერტმფრენი Ka-52 „ალიგატორი“ და უპილოტო საფრენი აპარატი "ფორპოსტი" გაანადგურეს. ამის შესახებ Telegram-ზე უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობამ განაცხადა.

საჰაერო ძალების სარდლობამ აღნიშნა, რომ დღეს დაახლოებით 10:30 საათზე დონეცკის რეგიონში საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა ჩამოაგდეს ვერტმფრენი და დრონი.

Ka-52 ("ალიგატორი") საბრძოლო ვერტმფრენია, რომელსაც შეუძლია ბრძოლის ველზე ჯავშანტექნიკის, მანქანების და ცოცხალი ძალის განადგურება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 3 სექტემბრის მდგომარეობით, რუსი დამპყრობლების დანაკარგები 49 ათასზე მეტი დაღუპული სამხედრო, 235 თვითმფრინავი, 205 ვერტმფრენი და 864 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატია.

მსგავსი სიახლეები