უკრაინა: გუშინ 100-მდე ოკუპანტი, რვა ჯავშანმანქანა და ვერტმფრენი გავანადგურეთ

რუსეთის უკრაინაში ინტერვენციის დროს დაახლოებით 37.3 ათასი ოკუპანტი დაიღუპა. ამის შესახებ 10 ივლისს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესცენტრმა ფეისბუქზე განაცხადა.

გუშინ უკრაინაში 100-მდე ოკუპანტი მოკლეს.

მტრის სხვა დანაკარგები ასეთია:

  • ტანკები - 1641 (+3);
  • ჯავშანტექნიკა - 3823 (+8);
  • საარტილერიო სისტემები - 834 (+2);
  • ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - 247;
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები -108;
  • თვითმფრინავები - 217;
  • ვერტმფრენები - 188 (+1);
  • ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 676 ​​(+2);
  • ფრთოსანი რაკეტები - 155;
  • გემები / ნავები - 15;
  • საავტომობილო ტექნიკა და სატვირთო მანქანები - 2694 (+7);
  • სპეციალური აღჭურვილობა - 66.

"მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი კრამატორსკის მიმართულებით განიცადა. მონაცემები ზუსტდება", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები