უკრაინა: გუშინ 170-მდე ოკუპანტი, 10 ტანკი და 6 საარტილერიო სისტემა გავანადგურეთ

რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინელმა სამხედროებმა დაახლოებით 40 670 რუსი ოკუპანტი გაანადგურეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 30 ივლისს ფეისბუქზე განაცხადა.

გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 170-მდე რუსი დამპყრობელი გაანადგურეს.

რუსების სხვა დანაკარგები ასეთი იყო:

  • ტანკები - 1759 (+10);
  • ჯავშანტექნიკა - 3995 (+8);
  • საარტილერიო სისტემები - 906 (+6);
  • ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - 258;
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 117;
  • თვითმფრინავები - 222;
  • ვერტმფრენები - 190;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 733 (+2);
  • ფრთოსანი რაკეტები - 174;
  • გემები / ნავები - 15;
  • საავტომობილო ტექნიკა და სატვირთო მანქანები - 2889 (+19);
  • სპეცტექნიკა - 78 (+1).

"მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი დონეცკის მიმართულებით განიცადა. მონაცემები ზუსტდება", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები