უკრაინა: გუშინ 200-ზე მეტი ოკუპანტი, რვა ტანკი და ვერტმფრენი გავანადგურეთ

რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაახლოებით 54 480 ოკუპანტი გაანადგურეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 18 სექტემბერს ფეისბუქზე განაცხადა.

გუშინ უკრაინელმა სამხედროებმა 200-მდე დამპყრობელი გაანადგურეს.

უკრაინაში რუსული არმიის სხვა დანაკარგები ასეთია:

  • ტანკები - 2210 (+8);
  • ჯავშანტექნიკა - 4718 (+17);
  • საარტილერიო სისტემები - 1309 (+3);
  • ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - 312;
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 168;
  • თვითმფრინავი - 251;
  • ვერტმფრენები - 217 (+1);
  • ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 918 (+7);
  • ფრთოსანი რაკეტები - 238 (+2);
  • გემები / ნავები - 15;
  • საავტომობილო ტექნიკა და სატვირთო მანქანები - 3578 (+7);
  • სპეცტექნიკა - 122 (+1).

მსგავსი სიახლეები