უკრაინა: გუშინ 400 რუსი დამპყრობელი, ცხრა ტანკი და ვერტმფრენი გავანადგურეთ

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან დაახლოებით 55 510 რუსი ოკუპანტი მოკლეს. ამის შესახებ 22 სექტემბერს ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა.

გუშინ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 400-მდე დამპყრობელი გაანადგურეს.

უკრაინაში რუსული არმიის სხვა დანაკარგები ასეთია:

  • ტანკები - 2236 (+9);
  • ჯავშანტექნიკა - 4776 (+28);
  • საარტილერიო სისტემები - 1341 (+1);
  • ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - 318;
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 169 (+1);
  • თვითმფრინავები - 253;
  • ვერტმფრენები - 218 (+1);
  • ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 941 (+9);
  • ფრთოსანი რაკეტები - 240 (+1);
  • გემები / ნავები - 15;
  • საავტომობილო ტექნიკა და სატვირთო მანქანები - 3630 (+20);
  • სპეცტექნიკა - 125.

"მტერს ყველაზე დიდი დანაკარგი კრამატორსკის და დონეცკის მიმართულებით ჰქონდა." - დასძინა გენერალურმა შტაბმა.

მსგავსი სიახლეები