უკრაინა: გუშინ 400 რუსი ოკუპანტი, 10 ტანკი და 69 ავტომობილი გავანადგურეთ

18 აგვისტოს უკრაინელმა სამხედროებმა 400-მდე რუსი დამპყრობელი გაანადგურეს. 24 თებერვლიდან უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 44 700 სამხედრო დაკარგა. ამის შესახებ ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.

რუსული ჯარების სხვა დანაკარგები ასეთია:

  • ტანკები - 1899 (+10);
  • ჯავშანტექნიკა - 4195 (+16);
  • საარტილერიო სისტემები - 1016 (+6);
  • ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - 266 (+1);
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 136;
  • თვითმფრინავები - 234;
  • ვერტმფრენები - 197;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 795 (+2);
  • ფრთოსანი რაკეტები - 190;
  • გემები / ნავები - 15;
  • საავტომობილო ტექნიკა და სატვირთო მანქანები - 3130 (+69);
  • სპეცტექნიკა - 94 (+1).

ყველაზე დიდი ზარალი ოკუპანტებმა დონეცკის მიმართულებით განიცადეს, ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები