უკრაინა: გუშინ 400 რუსი ოკუპანტი, 6 ტანკი და 12 დრონი გავანადგურეთ

რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაახლოებით 58 150 რუსი ოკუპანტი გაანადგურეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ფეისბუქზე 28 სექტემბერს განაცხადა.

დღის განმავლობაში 400-მდე რუსი ჯარისკაცი განადგურდა.

დამპყრობლების სხვა დანაკარგები ასეთი იყო:

  • ტანკები - 2312 (+6);
  • ჯავშანტექნიკა - 4889 (+8);
  • საარტილერიო სისტემები - 1381 (+3);
  • ზალპური ცეცცხლის რეაქტიული სისტემები - 331;
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 175;
  • თვითმფრინავი - 262 (+1);
  • ვერტმფრენი - 224;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 989 (+12);
  • ფრთოსანი რაკეტები - 242 (+1);
  • გემები / ნავები - 15;
  • საავტომობილო ტექნიკა და ტანკერები - 3742 (+12);
  • სპეცტექნიკა - 131.

"მტერს ყველაზე დიდი დანაკარგი კრამატორსკის და დონეცკის მიმართულებით ჰქონდა", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები