უკრაინა: გუშინ გავანადგურეთ 100-მდე ოკუპანტი, ხუთი ტანკი და რვა დრონი
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებიდან ოკუპანტების მსხვერპლი დაახლოებით 31 150 ადამიანია. ამის შესახებ 5 ივნისს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ფეისბუქზე განაცხადა.
გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 100-მდე დამპყრობელი გაანადგურეს.
დამპყრობლების სხვა დანაკარგები ასეთი იყო:
- ტანკები - 1381 (ბოლო 24 საათში +5);
- ჯავშანტექნიკა - 3392 (+13);
- საარტილერიო სისტემები - 686 (+6);
- ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - 207;
- საჰაერო თავდაცვის სისტემები - 95;
- თვითმფრინავები - 210;
- ვერტმფრენები - 175;
- ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 548 (+8);
- ფრთოსანი რაკეტები - 122;
- გემები / ნავები - 13;
- საავტომობილო ტექნიკა და სატვირთო მანქანები - 2360 (+23);
- სპეცტექნიკა - 53 (+1).
"მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი ბახმუტის მიმართულებით განიცადა", - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.
გენერალურმა შტაბმა ყოველდღიურ მოხსენებაში არ შეიტანა ინფორმაცია ჩამოგდებული თვითმფრინავის, შვეულმფრენისა და ოკუპანტების ოთხი ფრთოსანი რაკეტის შესახებ, რაზეც უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა განაცხადა, მაგრამ აღნიშნა, რომ მტრის დანაკარგების მონაცემები ზუსტდება.