უკრაინა: გუშინ რუსული Su-25 და ოთხი დრონი ჩამოვაგდეთ

13 აგვისტოს ღამეს უკრაინელმა სამხედროებმა რუსული მოიერიშე Su-25 გაანადგურეს. ამის შესახებ გაერთიანებული ძალების ჯგუფის პრესცენტრი ფეისბუქზე იტყობინება.

"ბოლო 24 საათში უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების საჰაერო თავდაცვამ აღმოსავლეთ უკრაინაში გაანადგურეს ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი Orlan-10 და მოიერიშე Su-25", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 13 აგვისტოს მდგომარეობით, რუსეთმა დაახლოებით 43.4 ათასი სამხედრო, 1856 ტანკი, 233 თვითმფრინავი, 193 ვერტმფრენი და 779 დრონი დაკარგა.

მსგავსი სიახლეები