უკრაინა: ხერსონში ნელა, მაგრამ წინ მივდივართ
უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონის რაიონში წინ მიიწევენ. ამავდროულად, მედიაში გაჟღერებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი, თითქოსდა შევიდნენ ქალაქ ხერსონის გარეუბანში, სიმართლეს არ შეესაბამება და ზიანს აყენებს დეოკუპაციის პროცესს, განაცხადა სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა.
"დანარჩენ ტერიტორიაზე ჩვენი ჯარები წინ მიიწევენ, ნელა, მაგრამ, როგორც ვთქვით, სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, დუმილის შენარჩუნებით. ჩვენ ვიკავებთ ტერიტორებს და შემდეგ ვაცხადებთ", - თქვა მან.
ამასთან, სპიკერმა განაცხადა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონის გარეუბანიდან კილომეტრში იმყოფებიან, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, უკრაინული შენაერთების წინსვლის შესახებ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთება მხოლოდ სამხედროებს შეუძლიათ, რადგან ასეთ განცხადებებს შეცდომაში შეჰყავს ხალხი და ზიანს აყენებს საერთო ვითარებას.
"ნებისმიერი ანალიტიკოსი, დეპუტატი, სხვა პოლიტიკური და უბრალოდ აქტიური ფიგურა ამ დროისთვის მხოლოდ ზიანს აყენებს ვითარებას მსგავსი განცხადებებითა და ინფორმაციის გამჟღავნებით. ჯერ ერთი, ეს არ შეესაბამება რეალობას, მეორეც, ჩვენს ხალხის, ადგილობრივი მოსახლეობის დეზორიენტაციას ახდენს. ეს ზიანს აყენებს არა მხოლოდ სამხედრო ოპერაციას, არამედ, საბოლოოდ, იმ პირთა იმიჯს, ვინც ამას აცხადებს", - ხაზგასმით აღნიშნა გუმენიუკმა.
მისი თქმით, დამპყრობლებს არ შეუძლიათ ხმელეთზე წინსვლა, ამიტომ მტერი იყენებს საჰაერო და სარაკეტო დარტყმების ტაქტიკას.