უკრაინა: ხერსონში ოკუპანტების ორი პონტონური ხიდი დავბომბეთ

უკრაინის შეიარაღებული ძალებმა ხერსონის ოლქში ორი პონტონური ხიდი და რუსი დამპყრობლების სამეთაურო პუნქტი დაბომბეს. ამის შესახებ 8 სექტემბერს ფეისბუქზე ოპერატიული სარდლობა "სამხრეთის" სპიკერმა განაცხადა.

"ჩვენმა სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა, საცეცხლე მისიების შესრულებისას, დაარტყეს სამეთაურო პუნქტს, ტერიტორიას, სადაც იყო კონცენტრირებული მტრის სარაკეტო და საარტილერიო შეიარაღება და ორი პონტონური ხიდი დარიევკასა და ხერსონში", - თქვა მან.

მისი თქმით, სამხედროებმა მოახერხეს 29 რუსი სამხედროს, ოთხი ტანკის და ერთი სადესანტო საბრძოლო მანქანის განადგურება.

მსგავსი სიახლეები