უკრაინა: ხერსონში რუსების თავდაცვის პირველი ხაზი გავარღვიეთ

ხერსონის რაიონში "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის 109-ე პოლკმა" დატოვა პოზიციები, ხოლო რუსი მედესანტეები, რომლებიც მათ მხარდაჭერას უწევდნენ, ბრძოლის ველიდან გაიქცნენ. ამის შესახებ 28 აგვისტოს ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შეიარაღებული ძალების ოპერატიული ჯგუფი "კახოვკას" პრესსამსახურმა განაცხადა.

უკრაინელმა სამხედროებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ერთ-ერთი ოკუპანტი ამბობს, რომ "უკრაინელებმა გაარღვიეს თავდაცვის პირველი ხაზი".

თავდაცვის ძალების "სამხრეთის" სარდლობის პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა აიძულეს უკანონო შეიარაღებულ ფორმირებას, "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის 109-ე პოლკს" დაეტოვებინა პოზიციები.

ხერსონის ოლქის პოზიციებიდან ერთ-ერთი რუსული საოკუპაციო პოლკის გაყვანასა და უკრაინული არმიის წინსვლაზე უკრაინის შეიარაღებულ ძალებში წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციას "Украинская правда" და hromadske ავრცელებს.

ამასთან, ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ ზოგიერთ რაიონში მოხდა გარღვევა ოკუპანტების თავდაცვის პირველ ხაზში, მაგრამ "ჯერ ადრეა რაიმე კონკრეტულზე საუბარიდიდ ფრონტზე".

მსგავსი სიახლეები