უკრაინა: ხმელნიცკის რეგიონის თავზე "კალიბრის" სამი რაკეტა ჩამოვაგდეთ

უკრაინელმა სამხედროებმა სამი რუსული ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს ხმელნიცკის რაიონში. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის პრესცენტრი ავრცელებს.

"24 ივლისს დაახლოებით 09:00 საათზე რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა შავი ზღვიდან ხმელნიცკის რაიონზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. საჰაერო თავდაცვის ძალებმა სამი "კალიბრის" ტიპის საზღვაო ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს", - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს დილით ხმელნიცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გამალიმ რეგიონში აფეთქებების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მან აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობდა.

მსგავსი სიახლეები