უკრაინა ნატოს 6 ქვეყანასთან ერთად შეიარაღების წარმოებას გეგმავს
"Укроборонпром"-ის განცხადებით, უკრაინა ნატოს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში ინტეგრირდება.
კონცერნი შეიმუშავებს და აწარმოებს მძიმე იარაღს და სამხედრო აღჭურვილობას ალიანსის მინიმუმ 6 წევრ ქვეყანასთან ერთად: პოლონეთი, ჩეხეთი, საფრანგეთი, დანია და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, რომლებთან ხელშეკრულებებიც საიდუმლოა.
"ამგვარად, ჩვენ შევქმნით ერთობლივ თავდაცვით საწარმოებს, ავაშენებთ დახურული ციკლის საბრძოლო მასალის წარმოების ხაზებს, ერთობლივად ვაწარმოებთ ჯავშანტექნიკას და ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს და ერთობლივად განვავითარებთ ახალ მაღალტექნოლოგიურ იარაღს. ამისათვის ვიყენებთ როგორც არსებულ, ასევე ახლად შექმნილ შესაძლებლობებს უსაფრთხო ადგილებში", - აცხადებს "Укроборонпром".