უკრაინა: ოდესის ოლქში სამი რუსული რაკეტა ჩამოვაგდეთ
5 ივლისს ნაშუადღევს რუსმა ოკუპანტებმა სამი რაკეტა X-59 გაისროლეს ნიკოლაევის ოლქის ოჩაკოვსა და ოდესის ოლქში ჩერნომორსკის მიმართულებით, ისინი საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. ამის შესახებ ოდესის რეგიონალური სახელმწიფო სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერმა სერგეი ბრაჩუკმა Telegram-ზე განაცხადა.
"შუადღისას მტრის თვითმფრინავმა X-59 რაკეტები გაისროლა ოჩაკოვისა და ჩერნომორსკის პორტის ინფრასტრუქტურის მიმართულებით. სამივე რაკეტა ჩვენმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს" - წერს ის.
ოპერატიულმა სარდლობა "სამხრეთმა" აღნიშნა, რომ რაკეტები ზღვის თავზე ჩამოაგდეს.