უკრაინა: ოდესის რეგიონში ორი რუსული რაკეტა ჩამოვაგდეთ

საღამოს რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა რაკეტებით შეუტიეს ოდესის რეგიონს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა თავდასხმა მოიგერიეს.

ამის შესახებ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ოპერატიული სარდლობა "სამხრეთის" განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, Х-59 საჰაერო-ხმელეთის რაკეტები შავი ზღვიდან, ყირიმის მიმართულებიდან, ორმა გამანადგურებელმა Su-35-მა გაისროლა.

"საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორივე რაკეტა ჰაერში გაანადგურეს. ამასთანავე მტერმა ორი რაკეტა კრივოი როგისკენაც გაისროლა. კიდევ ერთმა გამანადგურებელმა Su-35-მა Х-59 რაკეტა მელიტოპოლის მიმართულებითაც გაისროლა და ის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა", - დასძინა სარდლობამ.

მსგავსი სიახლეები