უკრაინა: ჩვენმა არტილერიამ რუსების 2 სამეთაურო პუნქტი და 2 საჰაერო თავდაცვის პოზიცია დაბომბა
უკრაინის საავიაციო, საარტილერიო და სარაკეტო ძალებმა ერთ დღეში უკრაინის ტერიტორიაზე რუსი დამპყრობლების 11 ობიექტი დაბომბეს. ამ ინფორმაციას 28 იანვარს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
"მიმდინარე დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ავიაციამ ოთხი დარტყმა მიაყენა ოკუპანტების კონცენტრაციის უბნებს. ჩვენი სარაკეტო და არტილერიის ქვედანაყოფებმა დაბომბეს ორი სამეთაურო პუნქტი, ორი საჰაერო თავდაცვის პოზიცია და მტრის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის სამი უბანი." - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინულმა მხარემ ასევე აღნიშნა, რომ რუსები დაჭრილ სამხედროებს საავადმყოფოებიდან ფრონტზე მალევე აგზავნიან.
"მტერი დიდი დანაკრაგები აქვს. კერძოდ, ბოლო დღეებში 50-მდე დაჭრილი ოკუპანტი მიიყვანეს ზაპოროჟიეს რაიონის ქალაქ ტოკმაკში, საქალაქო ჰოსპიტალში. მათი უმეტესობა, ოფიციალური დახმარების მიღების შემდეგ, უკან გაგზავნეს ფრონტის ხაზზე." - განმარტავენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.