უკრაინა: რუსები სევერსკის და ბახმუტის დაკავებას წარუმატებლად ცდილობდნენ

რუსი ოკუპანტები აგრძელებენ დონბასში თავდასხმის მცდელობებს. ამის შესახებ ინფორმაციას 16 ივლისს ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

"სლავიანსკის და ბახმუტის მიმართულებით მტერი კონცენტრირებულია ქალაქ სევერსკსა და ბახმუტზე კონტროლის დამყარებაზე. რუსები აგრძელებენ საარტილერიო ცეცხლით განადგურების ყველა საშუალების გამოყენებას ფრონტის ხაზის გასწვრივ", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აღნიშნეს, რომ დამპყრობლებმა ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურას რიგი დასახლებების მიდამოებში, მათ შორისაა სევერსკი, ვერხნეკამენსკოე, ალექსანდროვკა, ნიკიფოროვკა, დონეცკი, სადავო, ტრავნევო, პოკროვსკოე, სოლედარი, კოდემა.

"შეტევითი ქმედებებით მტერი ცდილობდა ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ივანო-დარიევკას, გრიგოროვკას, ნოვოლუგანსკის, სემიგორიეს დასახლებების რაიონებში და კონტროლის დამყარებას უგლეგორსკის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე. უკრაინელმა ჯარისკაცებმა მტერს აიძულეს უკან დაეხია", - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.

უკრაინული მხარის თქმით, სლობოჟანსკის მიმართულებით რუსული ჯარები დანაყოფებს აჯგუფებენ ხარკოვის ოლქის ბარვენკოვოსა და დონეცკის ოლქის სლავიანსკის მიმართულებით შემდგომი წინსვლისთვის.

მსგავსი სიახლეები